,,დაგეგმილია ნაბიჯები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ არ დადგეს შეჩერების მექანიზმის ამოქმედება" – ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციაზე


     „საქართველოში ჩამოვა გერმანიის მთავრობის შესაბამისი წარმომადგენლები და ჩვენ საქართველოში განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ არ დადგეს დღის წესრიგში შეჩერების მექანიზმის ამოქმედება," - ეს განცხადება მიხეილ ჯანელიძემ ვიზალიბერალიზაციის შესახებ საუბრისას გააკეთა.

     საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, გერმანიის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები თბილისში უახლოეს დღეებში ჩამოვლენ.

     „მაშინვე, როგორც კი გაჩნდა კითხვები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, ვიზალიბერალიზაციის პირობების დარღვევასთან დაკავშირებით და გაიზარდა გარკვეულწილად სტატისტიკა, დავიწყეთ მყისიერად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და დავიწყეთ ძალიან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენს პარტნიორებთან. სწორედ ამის შედეგია ის, რომ საქართველოში ჩამოვა გერმანიის მთავრობის შესაბამისი წარმომადგენლები, შესაბამისი უწყების წარმომადგენლები და ჩვენ საქართველოში განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ არ დადგეს დღის წესრიგში შეჩერების მექანიზმის ამოქმედება," - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно