მამუკა ბახტაძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა


    სომხეთში, სოფელ ენოქავანში საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების, მამუკა ბახტაძისა და ნიკოლ ფაშინიანის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსამსახური იუწყება. პრესრელიზის თანახმად, საუბარი შეეხო საკითხებს, რომლებიც სომხურ-ქართულ ურთიერთობებში ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს.

    „ნიკოლ ფაშინიანმა და მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვეს ყველა სფეროში სომხურ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელობას და დარწმუნებით განაცხადეს, რომ შემდგომი აქტიური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მეგობრული ურთიერთობების განვითარებას", – აღნიშნულია პრესრელიზში.

    მსგავსი არაფორმალური შეხვედრა პრემიერ-მინისტრებს შორის მიმდინარე წლის 15 იანვარს ბოლნისშიც შედგა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно