თურქეთში, საარჩევნო უბანზე ორი დამკვირვებელი მოკლეს


     თურქეთში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ორი მამაკაცი მოკლეს. ინციდენტი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მალათაიში მოხდა.

     თვითმხილველების ცნობით, ერთმანეთს ორი მოწინააღმდეგე ჯგუფის წევრები დაუპირისპირდნენ. მოქალაქე, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და ორი ადამიანი მოკლა, დაკავებულია.

     დაღუპულები ერთ-ერთი პარტიის დამკვირვებლები არიან. ისინი შეეცადნენ ხელი შეეშალათ ერთ-ერთი მოქალაქისთვის, რომელიც ცდილობდა საკუთარი არჩევანი ღიად დაეფიქსირებინა.

     თურქეთში დღეს მუნიციპალური არჩევნები იმართება. 57 მილიონი მოქალაქე ირჩევს ქალაქების მერებსა და საკრებულოების წევრებს.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/turqetshi-saarchevno-ubanze-ori-damkvirvebeli-mokles/