„ილია, რომ აქ იყოს, გეტყოდა - რატიანი, გადი გარეთო“ - ქანთარია რატიანს


     „ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობას პარლამენტში ხმაური მოჰყვა. ცვლილების ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარიაა, რომელიც კანონიდან სიტყვა "ლიბერალურის" ამოღებას ითხოვს.

     ამასთან, ინიციატივის მიხედვით, მოსწავლემ ასევე უნდა ისწავლოს ეროვნული ტრადიციების, კულტურული ფასეულობების და ოჯახის პატივისცემაც.

     „თქვენ ახლა, ჩვეულებრივი მე-19 საუკუნის რეტროგრადული, რუსული ნარატივი შემოგაქვთ აქ... პირდაპირ ილია ჭავჭავაძე ამოიღეთ სწავლების მიზნიდან, ეგ არის," - მიმართა „ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგო რატიანმა ნუკრი ქანთარიას.

     ამაზე პასუხად კი ქანთარიამ აღნიშნა: „ილია, რომ აქ იყოს, გეტყოდა - რატიანი, გადი გარეთო."

     სხდომის დასრულების შემდეგ სერგო რატიანმა განაცხადა, რომ „ოცნება" დასავლურ, მათ შორის თანამედროვე ქართული ცნობიერების საფუძველს ებრძვის.

     „ამ საფუძველზე საუბრობდა ილია ჭავჭავაძე და ის ამბობდა, რომ ლიბერალიზმი არის თანამედროვე ერის, სახელმწიფოს, პიროვნების თავისუფლების, ზოგადად პლურალიზმის საფუძველი," - განაცხადა რატიანმა.

     ნუკრი ქანთარიასთვის ოპონენტების პოზიცია გაუგებარია და აღნიშნავს, რომ „ლიბერალიზმი" პოლიტიკური მიმართულებაა და ინტერპრეტაციების საშუალებით მისთვის სხვადასხვა მნიშვნელობით გააზრება ხდება.

     „რაც დრო გადის უფრო და უფრო ემატება გადამთარგმნელები და ავტორები და ზოგისთვის სალანძღავი სიტყვაა, ზოგი ამოფარებულია ამას, ამიტომ, ვთქვით, რომ საუკეთესო რაც არის ქართულად დავწეროთ - თავისუფალი აზროვნება, პატივისცემა," - განაცხადა ქანთარიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/129686