რუსეთის ფედერაცია უცვლელად რჩება აფხაზეთის რესპუბლიკის მთავარ პარტნიორად- ლავროვი


     მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვეს შეხვედრა გაიმართა.

     რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ორმხრივი ურთიერთობებში კარგი დინამიკაა და უმაღლეს დონეზე პოლიტიკური კონტაქტები რეგულარულია".

     „ჩვენ მჭიდრო ვთანამშრომლობთ ბევრი მიმართულებით. ეს მოიცავს სოციალურ-ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო, სამხედრო-ტექნიკურ და საგარეო პოლიტიკის სფეროებს. წარმატებით ხორციელდება აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალური- ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამა. საგარეო ეკონომიკურ მიმართულებით რუსეთის ფედერაცია უცვლელად რჩება აფხაზეთის რესპუბლიკის მთავარ პარტნიორად", – აღნიშნა ლავროვმა შეხვედრაზე.

      მისივე თქმით, „რუსული მხარე განსაკუთრებით აფასებს რეგიონის უსაფრთხოებისთვის ორივე მხარის ძალისხმევას, მათ შორის ორივე მხარის ურთიერთქმედებას ჟენევის დისკუსიებში, რომლის მორიგი რაუნდიც რამდენიმე დღეშია დაგეგმილი".
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1 tv