,,რაც კეთდება თავდაცვის უნარიანობის გაზრდისთვის, რა თქმა უნდა გულისხმობს რუსული საფრთხეების შეკავებას"– იზორია


    „ერთ ერთი დეპუტატისგან ითქვა პოზიცია, რომ არ იყო მოხსენებაში საუბარი რუსეთის საფრთხეზე. რა თქმა უნდა მთელი ჩვენი კონცეფცია და მთელი ჩვენი თავდაცვის ძალების მიდგომები მიმართულია იქითკენ, რომ ნატოს სტრატეგიებთან თანხვედრაში"-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დეპუტატ გიგა ბოკერიას საპასუხოდ განაცხადა.
 
     მისი თქმით რაც კეთდება თავდაცვის უნარიანობის გაზრდისთვის, გულისხმობს რუსული საფრთხეების შეკავებას.
 
     ,,მე ხაზგასმით ვთქვი, რომ ნატოს მთავარი პოლიტიკა არის შეკავების და თავდაცვის პოლიტიკა და ნატო სხვა არაფრისკენ არ არის მიმართული თუ არა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. შესაბამისად როდესაც ვამბობ, რომ ყველა ჩვენი რეფორმა არის ნატოს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკასთან თანხვედრაში, ვგულისხმობ რა თქმა უნდა რუსეთიდან გამომდინარე საფრთხეებს და ყველაფერი, რაც კეთდება ჩვენი თავდაცვის უნარიანობის გაზრდისთვის, რა თქმა უნდა გულისხმობს ამ საფრთხეების შეკავებას და თავდაცვას,"-განაცხადა ლევან იზორიამ. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно