აშშ-მა ვენესუელას წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა


     ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.

     ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ქვეყნის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შავ სიაში ორი კომპანია და სახელმწიფო ნავთობ კონცერნის 35 ტანკერი მოხვდა. ისინი ვენესუელადან კუბაში ნავთობის გადაზიდვას უზრუნველყოფენ.

     ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები ნიკოლას მადუროს „სამაშველო ჯგუფს" შეეხო, შავ სიაში შესული კომპანიები მას  ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარებიან.

     ვაშინგტონის შეფასებით, კარაკასსა და ჰავანას შორის ბარტერული სისტემა ჩამოყალიბდა. ნავთობის სანაცვლოდ, კუბა ვენესუელაში პოლიტიკურ ექსპერტებს, მედიკოსებს, სამხედრო მოსამსახურეებს და დაზვერვის წარმომადგენლებს აგზავნის. ისინი კი, ნიკოლას მადუროს ძალაუფლების შენარჩუნებას უწყობენ ხელს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/ashsh-ma-venesuelas-winaaghmdeg-sanqciebi-gaafartova/