ლიბიაში ,,ვაგნერის" მხარდაჭერილი მებრძოლები ტრიპოლის უტევენ


     ლიბიაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აღმოსავლეთ ლიბიის არმია, რომელსაც ე.წ. ვაგნერის რუსული მებრძლები უჭერენ მხარს, ტრიპოლის უტევს.

     სამხედრო ოპერაციის მიზანი გარდამავალი მთავრობის დამხობაა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის შუამავლობით კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ ჩამოყალიბდა.

     ამბოხებული გენერალი აცხადებს, რომ არმიამ ტრიპოლის ერთ-ერთი რაიონი უკვე დაიკავა. მისივე თქმით, ბრძოლები ტრიპოლის აერიპორტთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

     საწინააღმდეგოს აცხადებს ხელისუფლება. მათი ინფორმაციით. გაერთიანებული ძალების ქვედანაყოფმა ხალიფა აფტარის არმია ალყაში მოაქცია და 150-მდე მებრძოლი ტყვედ აიყვანა.

     ვითარების გამწვავების გამო, გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე შეიკრიბა და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კი მხარეებს დიალოგი შესთავაზა.

     პრემიერი შეხვედრისთვის მზად არის, თუმცა, არმიის მეთაური მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/130149