პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მმართველობა ისრაელის ხელში იქნება – ნეთანიაჰუ


     პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მმართველობა ისრაელის ხელში იქნება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ებრაულ ვებგვერდ „არუც 7"-თან ინტერვიუში განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელისთვის სამი მტკიცე პირობა არსებობს – არც ერთი ახალმოსახლე არ დატოვებს საცხოვრებელს, უსაფრთხოების კუთხით მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელი სუვერენულია და ისრაელი იერუსალიმს არ დაყოფს.

     ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი არ მიიღებს აშშ-ის ახალ სამშვიდობო გეგმას, თუ მასში ახალმოსახლეების ან ახალი დასახლებების გაყვანა და აღება იქნება მოცემული.

    6 აპრილს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ისრაელმა სუვერენიტეტი შესაძლოა, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე გაავრცელოს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/beniamin-netaniahu-palestinis-sakhelmwifo-ar-sheiqmneba-da-mdinare-iordanes-dasavlet-napirze-mmartveloba-israelis-khelshi-iqneba/