არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ დაღუპვა, სერიოზული შეშფოთების საგანია - ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს


     ცხინვალის ციხეში, საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირი.

     ორგანიზაციის საგარეო ქმედებათა სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, კერძოდ კი საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ დაღუპვა, სერიოზული შეშფოთების საგანია.

     ,,ჩვენ ვუსამძიმრებთ ტატუნაშვილის ოჯახს. ევროკავშირი მზადაა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებებს და ხელი შეუწყოს დისკუსიებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის და მისიის ცხელი ხაზის ფარგლებში. პატიმრობიდან საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლების შემდეგ, ველოდებით, რომ ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება დაუყოვნებლივ მისცემს მათ საშუალებას, გაემგზავრონ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე", – აღნიშნულია განცხადებაში.

     დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია მზად არის მონიტორინგის მისიის მეშვეობით ხელი შეუწყოს მიმდინარე გამოძიებას.

     „ევროკავშირი აგრძელებს მშვიდობისა და კონფლიქტის მოგვარების მტკიცე მხარდაჭერას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში თანათავმჯდომარეობითა და ადგილზე, მონიტორინგის მისიის მუშაობით. მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", – ნათქვამია დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

     ევროკავშირი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.  ხელისუფლებისგან პატიმრობიდან გათავისუფლებული საქართველოს ორი მოქალაქის, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადაყვანის უზრუნველყოფას მოითხოვს.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно