,,რეალობა არ არის ისეთი მძიმე, როგორიც არის მისი აღქმა"– ივანიშვილი


     ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საუბრისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მედიასივრცეში არსებული სერიალები გაცილებით გლობალური პრობლემაა, ვიდრე მომავალი არჩევნები. მისივე თქმით, საკითხით მმართველი გუნდის სხვა წევრებიც დაინტერესდნენ და შესაბამისი განხილვები უკვე აქტიურად მიმდინარეობს. კინოწარმოების დაფინანსებას ივანიშვილის "ქართუ ბანკი" აპირებს.

     "უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ საზოგადოება დავაბრუნოთ რეალობაში. რეალობა არ არის ისეთი მძიმე, როგორიც არის განცდა და აღქმა მისი. შედარებას გავაკეთებ რომ ჩვენზე ღარიბ სახელმწიფოებში ბედნიერების ინდექსი არის უკეთესი და ჩვენზე უკეთეს სახელმწიფოებში, საფრანგეთში არის უარესი. მდარე სერიალები და მდარე გადაცემები ლამის ეროვნულ უსაფრთხოებაზე შეიძლება განგაში ავტეხოთ. იაფი ტრიუკებით ცდილობენ მოსახლეობის მიზიდვას ტელევიზიები, აქედან გამომდინარე ის პრობლემა რაც დგას, არის გაცილებით გლობალური ვიდრე ქართული ოცნების არჩევნები და 2020 თუ 19 წლის და ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის აღდგენა  ეს არაა მთავარი, არის უფრო მთავარი ღირებულება რომ საზოგადოება სა რ წავიყვანოთ ცუდი მიმართულებით. ის რაც ხდება თუ ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდა, არ მინდა არავის შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ შეიძლება სხვა საზოგადოება მივიღოთ, გამოთაყვანებული," - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно