რაში ადანაშაულებს აშშ ჯულიან ასანჟს ცნობილია


     აშშ-მა ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

     აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო WikiLeaks-ის დამფუძნებელს ყოფილ სამხედრო მოსამსახურესთან, აშშ-ის ჯარის სადაზვერვო ანალიტიკოსთან ბრედლი (ჩელსი) მენინგთან ერთად „კომპიუტერული შეღწევის განხორციელების მიზნით" შეთქმულებაში და „აშშ-ის მთავრობის დაცულ კომპიუტერში პაროლების სისტემის გატეხვაზე" თანხმობის გაცემაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ასანჟს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

     აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკოსს ბრედლი მენინგს სახელმწიფოს ღალატისთვის 35-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს მენინგმა ერაყსა და ავღანეთში საბრძოლო მოქმედებების შესახებ დაახლოებით 500 ათასი დოკუმენტი ჩამოტვირთა და ზოგიერთი ფაილი პროექტ WikiLeaks-ს გადაუგზავნა, მათ შორის ბაღდადში ამერიკული ვერტმფრენიდან მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების დახვრეტის ვიდეოჩანაწერი.

     2013 წელს, მენინგს 35-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს; განაჩენის შემდეგ მან სახელის და სქესის შეცვლის შესახებ განაცხადა და სახელად ჩელსი დაირქვა. 2017 წლის იანვარში ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეიწყალა.

     2019 წლის მარტში ჩელსი მენინგი WikiLeaks-ის საქმეზე ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო ისევ დააპატიმრეს.

    ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში დღეს აშშ-ს მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს მას შემდეგ, რაც ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მორენოს მისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარი განაცხადა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/msoflio/102471/tsnobili-gakhda-rashi-adanashaulebs-ashsh-julian-asanjs