თუ რომელიმე მინისტრი ტემპს ჩამორჩება, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს - ბახტაძე


     „ამ ეტაპზე არანაირი საკადრო ცვლილება არ განიხილება," - ეს განცხადება, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

     მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ეკონომიკის მინისტრის შეცვლის გარდა, მთავრობის შემადგენლობაში ცვლილება არ არის დაგეგმილი.

     გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს, პრემიერის მრჩეველი, ზურაბ აბაშიძე შეცვლის, საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე, პრემიერი არ ადასტურებს. 

     „ამ ეტაპზე არანაირი საკადრო ცვლილება არ განიხილება, მაგრამ მომავალში ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ციფრებით და კონკრეტული შედეგებით," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

     პრემიერი სამთავრობო გუნდში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ თუ რომელიმე მინისტრი გუნდის ტემპს ფეხს ვერ აუწყობს, ის მას გაათავისუფლებს. ბახტაძის თქმით, სამინისტროების ხელმძღვანელებმა უნდა შეძლონ სწრაფი და ოპერატიული გადაწყვეტილების მიღება.

     „თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას ვაჩვენოთ ის შედეგი, რაც ჩვენ მათ შევპირდით, ბუნებრივია, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს," - განაცხადა პრემიერმა.

     პრემიერის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა დატოვა, მისი ადგილი კი ნათია თურნავამ დაიკავა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/131272