აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავით გარეჯში გახსნას პუნქტები, რომლებიც დაკეტილი იყო – ზალკალიანი


     საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავით გარეჯში გახსნას პუნქტები, რომლებიც დაკეტილი იყო. დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაციის მიღებისთანავე დაამყარა კომუნიკაცია აზრბაიჯანის ხელისუფლებასთან და ამ დროისთვის პრობლემა უკვე მოგვარებულია.

     „სიტუაცია ამ დროისთვის მიგვარებულია. ჩვენი ინფორმაციით  აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ პუნქტები გახსნას რომელიც ამ დროისთვის დაკეტილი იყო. მაგრამ ჩვენ მომავალში აუცილებლად აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ის პრობლემა, რაც დაკავშირებულია საქართველო-აზერბაიჯანის  საზღვრის დელიმიტაციასთან უფრო ინტენსიურად წარმართული იყოს” - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

     აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯში უდაბნოს მონასტრისკენ მისასვლელი გზა ჩაკეტეს. მესაზღვრეები ტერიტორიაზე არც ბერებს და არც მომლოცველებს ოთხი დღეა არ უშვებენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно