წულუკიანი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს


     იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

     მისი თქმით, იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმს საფრთხე არ შეექმნას, გარდა მთავრობის ქმედითი ნაბიჯებისა, აუცილებელია მოქალაქეებმა არ დაარღვიონ შენგენის ზონაში 90 დღით გადაადგილების ვადები. 

     იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ სამინისტრო პრობაციონერებთან დაკავშირებითაც მუშაობს, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ტურისტული მიზნით წასულები სხვადასხვა ქვეყნებში დანაშაულს სჩადიან. წულუკიანი ამ მხრივ რეგულაციების გამკაცრებას არ გამორიცხავს. 

     ეს კომენტარი წულუკიანმა ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში სტუმრობისას გააკეთა.

     თეა წულუკიანმა 2 დღის წინ  ევროკომისიის წარმომადგენელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/103963/tsulukiani-uvizo-mimosvlastan-dakavshirebit-sazogadoebas-meti-siprtkhilisken-moutsodebs