თუ დავით გარეჯს დათმობენ ,,სოკარზე" გაყიდულ ხელისუფლებას დიდი განსაცდელის წინაშე დავაყენებთ– მჟავანაძე


     ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჯავანაძე საქართველოს ხელისუფლებას დავით გარეჯის მონასტრიდან მიმართავს და მოუწოდებს აღნიშნული ტერიტორია აზერბაიჯანს არ დაუთმოს. 
    
     6 000 ბერი იმისთვის კი არ ეწამა, რომ ,,სოკარს" აზერბაიჯანს და გამყიდველურ პოლიტიკას დავუთმოთ ეს წმინდა ადგილი. აქ როდესაც ამოხვალთ საოცარ სულიერ სიმშვიდეს იგრძნობთ, იმიტომ, რომ ეს მიწა ჩვენი  წმინდანების სისხლითაა გაჟღენთილი. მოვუწოდებ ხელისუფლებას თუკი გაბედავენ ამ ადგილის დათმობას ოკუპანტებისთვის ,,სოკარზე" გაყიდულ ხელისუფლებას დიდი განსაცდელის წინაშე დავაყენებთ. 1616 წელს, როგორც შაჰ–აბასი შემოესია საქართველოს აღდგომა დღეს, ასე შემოგვესია აზერბაიჯანი. ეხლა აზერბაიჯანს ოკუპირებული აქვს ბერთუბანი, ჩიჩხიტური და კლანჭები აქვს ალესილი უდაბნოზე. ძალიან მალე დავით გარეჯის მონასტერსაც წაიღებენ, თუ ასე გავაგრძელეთ პოლიტიკა. მერე ჩამოვლენ კახეთს და ქვემო ქართლსაც წაიღებენ. წარმოიდგინეთ ნოვრუზ ბაირამზე ჩვენ, რომ წავსულიყავით აზერბაიჯანში რა დღეში ჩაგვაგდებნენ"– აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე. 

]
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно