ახლად გამომცხვარო ტროლო, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ უკრაინელებთან ჩვენით გავერკვევით– სააკაშვილი


    „ვინ ურჩევს უკრაინის მომავალ პრეზიდენტს, დამიბრუნოს მე მოქალაქეობა? პუტინი? ეს ის პუტინია, რომელმაც 2017 წლის დეკემბერში პრესკონფერენციაზე ხმამაღლა მოსთხოვა პოროშენკოს ჩემი უკრაინიდან გაძევება? (რაც გააკეთა კიდეც პოროშენკომ ერთი თვის შემდეგ)– ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ვლადიმერ პუტინის იმ განცხადებას, სადაც ეს უკანასკნელი ვლადიმერ ზელენსკის სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას ურჩევს.
 
    ,,მე ზუსტად ვიცი, რომ თქვენ მოსთხოვეთ პოროშენკოს არ მოვეწვიე 2014 წლის ინაუგურაციაზე. ახლა პოროშენკოს წარმომადგენლები შუამავლების მეშვეობით ზელენსკის სთხოვენ, არა მხოლოდ არ დამიბრუნოს მოქალაქეობა, არამედ კატეგორიულ პირობას უყენებენ, რომ არ შემიშვან უკრაინაში.

    ასეთივე მოთხოვნა, რომ არ შევეშვი მე ქვეყანაში, წაუყენეთ არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, არამედ თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებსაც და ჩემი ინფორმაციით, სწორედ ეს განიხილეთ თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის დროს, 2016 წელს.

    ასე რომ, ახლად გამომცხვარო ტროლო, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, საკმარისად გამოცდილი ვარ იმისთვის, რომ ამ მანევრების მიღმა დავინახო თქვენი პოლიტიკის ორმაგი სტანდარტები – მოითხოვოთ ოპონენტისგან, რომელმაც ასე ძლიერად გიპასუხათ რუსული პასპორტების ოკუპირებულ დონბასში დარიგებასთან დაკავშირებით, სანაცვლოდ ჩემი დაბრუნება, იმ იმედით, რომ მას ამის გაკეთება შეეშინდება. ახლა უკვე ეს თქვენი საქმე აღარ არის. უკრაინელებთან ჩვენით გავერკვევით",- წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე".
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно