ათწლეულების განმავლობაში გაერო-ს მხარდაჭერამ უდიდესი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის წარმატებაში - ბახტაძე


    ჩვენი მეგობრების ფასდაუდებელი წვლილისა და ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში არსებითი მხარდაჭერის წყალობით, საქართველო იქცა რეგიონის ლიდერად, დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური ზრდის მედროშედ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2016-2020 წლების სტრატეგიის „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის" განხორციელების განხილვისას განაცხადა.

     როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ათწლეულების განმავლობაში გაერო-ს მხარდაჭერამ და ჩართულობამ უდიდესი როლი შეასრულა ქვეყნის წარმატებაში.

     „2018 წელს ჩვენი ერთობლივი მიღწევები და წარმატებული პროექტები ცხადყოფს პროგრესის სტაბილურ დინამიკას, რისთვისაც უნდა ვუმადლოდეთ თქვენს ყოველდღიურ ძალისხმევას. საქართველო დღესაც ერთგულია გაერო-სა და მისი საქმიანობისადმი. გაერო-სა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებული ერთობლივი სტრატეგია „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის" მოიცავს ხუთ პრიორიტეტულ სფეროს: დემოკრატიული მმართველობა; სამუშაო ადგილები, საცხოვრებელი პირობები და სოციალური დაცვა; განათლება, ჯანდაცვა; მოქალაქეთა უსაფრთხოება და დაცვა. ეს სტრატეგია სრულ თანხვედრაშია ჩვენი მთავრობის ვალდებულებების და ღირებულებების პრიორიტეტებთან", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv