დემარკაციის ფარგლებში ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან შეთანხმებას მივაღწევთ– გახარია დავით გარეჯზე


    "საზღვრის დემარკაცია მაქსიმალურად შესაძლებელ მოკლე ვადებში უნდა დავასრულოთ,"- ეს განცხადება გიორგი გახარიამ დავით გარეჯთან დაკავშირებით გააკეთა. 

     შს მინისტრმა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოძმე სახელმწიფოსთან შეთანხმებას მიაღწევს.

    „ეს არის ძალზე ფაქიზი თემა. ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა, პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და რა თქმა უნდა, საზღვრის დემარკაცია მაქსიმალურად შესაძლებელ მოკლე ვადებში უნდა დავასრულოთ. ერთმნიშვნელოვნად მოვუწოდებ ყველას, ვინც ცდილობს ამ თემით სპეკულირებას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას, ძალიან ფრთხილად ვიყოთ ამ თემასთან, რამეთუ დემარკაციის ფარგლებში დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან შეთანხმებას მივაღწევთ ისეთ, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული იქნება როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ასევე ჩვენი ეკლესიის ინტერესები," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно