ხუან გუაიდომ მოქალაქეებს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდა


     ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ მოქალაქეებს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდა.

     ნიკოლას მადუროს ინფორმაციით, სახელმწიფო მოხელეებმა დაუმორჩილებლობის აქცია დღეს უნდა დაიწყონ.

     გუშინ კარაკასში გამართული საპროტესტო აქციები მსხვერპლით დასრულდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაიღუპა ერთი ქალი, დაშავდა 27 აქტივისტი.

     ნიკოლას მადურომ, რომლის პრეზიდენტობიდან გადადგომასაც ოპოზიცია უკვე რამდენიმე თვეა ითხოვს, განაცხადა, რომ არ აპირებს ძალაუფლების დათმობას. მისივე თქმით, აშშ-ი ვენესუელას მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს.

     ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისი იანვრიდან დაიწყო. ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუადიომ საკუთარი თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ქვეყნის ლიდერად 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და საქართველომ აღიარა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: 1tv