,,ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევა რჩება"- გომელაური


     „ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევად რჩება" - ეს განცხადება, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გააკეთა.

     ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, სახელმწიფო უსაფრთხოების საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. 

     სუს-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის მიდგომები არ შეცვლილა და კვლავ გამოიხატებოდა არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარებაში.

     „საანგარიშო პერიოდში, კვლავ გრძელდებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და თავისუფალ გადაადგილებაში შეზღუდვა. 2018 წელს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. რუსეთის ფედერაციის მიდგომები არ შეცვლილა და კვლავ გამოიხატებოდა არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარებაში. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები სრულად კონტროლდებოდა და მართული იყო საოკუპაციო ძალების მიერ" - აცხადებს ვახტანგ გომელაური.

     უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, რეგიონალური უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

     "2018 წელს უსაფრთხოებისთვის ძირითად გამოწვევას წარმოადგენდა სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტები და დაპირისპირების ახალი კერების წარმოქმნის საფრთხე. საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გაუარესებას ხელს უწყობდნენ არადემოკრატიული რეჟიმები, მათ მიერ მართული ინტერესთა ჯგუფები და ტერორისტული ორგანიზაციები. საქართველოში არსებული უსაფრთხოების ვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, რეგიონალური უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

     ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა მიმართული იყო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ,” - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/132409