გარეჯი და ყველა ღვთისმშობლის წილხვდომილი მიწები აუცილებლად იქნება ერთიან საქართველოში - მეუფე პეტრე


     დავით გარეჯი და ყველა სხვა ღვთისმშობლის წილხვდომილი მიწები აუცილებლად იქნება ერთიან საქართველოში, – ამის შესახებ ჭყონდიდის ეპისკოპოსმა, მეუფე პეტრემ, დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

     „ღრმად გვწამს, რომ აღდგომის მადლით და იმ მადლით, რომ საქართველო სახარებასა შინა მოიხსენიება ლაზარედ და უფალმა ოთხი დღის მკვდარი ლაზარე აღადგინა, აუცილებლად აღადგენს, გაამთლიანებს სრულიად საქართველოს.

     დავით გარეჯი და ყველა სხვა ღვთისმშობლის წილხვდომილი მიწები აუცილებლად იქნება ერთიან საქართველოში და ჩვენ ერთი სულით, ერთი გულით ვადიდებთ უფალ იესო ქრისტეს!"- განაცხადა მეუფე პეტრემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv