დასაკავებელი არაფერი მაქვს, ეგ არის რაღაც ფაბრიკაცია - მაჩალიკაშვილი


     დასაკავებელი არაფერი არ მაქვს, ეგ არის რაღაც ფაბრიკაცია – ასე გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. 

     მალხაზ მაჩალიკაშვილი არ ელოდება, რომ მას დააკავებენ, რადგან როგორც თავად ამბობს, მას არაფერი ჩაუდენია.

     „აზრზე არ ვარ, გოგაშვილის მამა სად არის დაკრძალული, ან ვინ არის. ეგ ერთი და მეორე, მე რაც აქ ვდგავარ და იმას ვცდილობ, რომ კანონის ფარგლებით დავსაჯო, ვინც თემირლანთან არის დამნაშავე, ვინც თემირლანის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა, ამას ვიძახი თორემ. იქ მაჩხაანში რა მინდა. თუ მაგის სურვილი მქონდა და, თუ მაგის სურვილი მაქვს, როცა გოგაშვილი ცხოვრობს თბილისში. საერთოდ არ შემდგარა ეგ საუბარი ჩვენში. საერთოდ არ ყოფილა. ეგ არის რაღაც ფაბრიკაცია, ეგ არის რაღაც მონტაჟი. დასაკავებელი არაფერი არ მაქვს, რომ რამე ჩამედინა. წელიწადნახევარია, მე ქუჩაში ვარ," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно