9 მაისი კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა – ბახტაძე


     საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

     მამუკა ბახტაძის თქმით, დღევანდელი დღე კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა.

     „მსურს, ყველას მივულოცო, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს. საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში, ასიათასობით ქართველი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. მინდა, ქედი მოვიხარო მათ ხსოვნის წინაშე. მსურს, მივულოცო ომის ვეტერანებს დღევანდელი დღე, ვუსურვო ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო", – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

     მამუკა ბახტაძემ,  მთავრობის წევრებმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგეს.

     1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა ჩვენს ქვეყანაზე უმძიმესი კვალი დატოვა. საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно