ყაზახეთში სოცქსელები და საინფორმაციო ვებგვერდების ნაწილი დაბლოკეს


     ყაზახეთში რამდენიმე მედიასაშუალების ვებგვერდი დაბლოკეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ფერგანა" და "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

     როგორც გამოცემა vlast.kz Twitter-ზე წერს, ასევე დაბლოკილია Facebook-ზე, Youtube-ზე, Instagram-სა და Telegram-ზე წვდომა, თუმცა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს რუსული სოციალური ქსელი "ВКонтакте".

     ყაზახურმა მედიამ ვებგვერდების დაბლოკვა ქვეყანაში 9 მაისთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობებსა და აქციებს დაუკავშირა, რომლებიც "უკვდავ პოლკთან" ერთად უნდა გამართულიყო. 

     ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ არასანქცირებული აქციის მონაწილეების მიმართ შესაბამის სამართლებრივ ზომებს გამოიყენებს. 

     1-ელ მაისს ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტებმა გამჭვირვალე და თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები მოითხოვეს. მაშინ შსს-მ 80 დემონსტრანტი დააკავა. 

     ყაზახეთის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 9 ივნისს გაიმართება. ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი 19 მარტს გადადგა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно