ბავშვთა სქესობრივი განათლება უზრუნველყოფილი უნდა იყოს - ფაშინიანი


     სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სქესობრივი განათლების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური სააგენტო „ნიუს. ამი" ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, 8 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკოლ ფაშინიანს ჰკითხეს სომხეთში გამოსულ ბროშურაზე „ჩემი სხეული ჩემი პირადია", რომლის პრეზენტაციაც ერევანში გასულ კვირას შედგა, რასაც სომხეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

     ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ის გაეცნო ბროშურას და მასში რამე დასაგმობი ვერ ნახა.

     „წავიკითხე ეს წიგნი და რაიმე დასაგმობი ვერ ვნახე. პატივს ვცემ მათ, ვინც სხვაგვარად ფიქრობს. უბრალოდ, უნდა განვიხილოთ ეს საკითხები… უნდა გავაცნობიეროთ, რომ ბავშვები იზრდებიან და დავინტერესდეთ, საიდან იღებენ ისინი ინფორმაციას სქესობრივი ცხოვრების შესახებ. ქუჩებიდან, აკრძალული ფილმებიდან, პორნოსაიტებიდან? ეს არ გვადარდებს? უნდა უზრუნველყოთ ბავშვების სქესობივი განათლება", – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

     სომხეთის პრემიერის თქმით, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რა ზეგავლენას ახდენს ასეთი საკითხები ცხოვრებასა და ოჯახის სიმყარეზე.

     „ჩვენ გვსურს სომხეთი შუა საუკუნეებში შევინარჩუნით? უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის პრობლემა", – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

      როგორც ფაშინიანმა თქვა, „იმპოტენციის შემთხვევების უმრავლესობა არის არასაკმარისი სქესობრივი განათლების შედეგი".

     „ნუთუ ეს არ არის პრობლემა ჩვენი ტრადიციული ოჯახისთვის, დემოგრაფიული სიტუაციისთვის? ნუთუ ეს არ არის სერიოზული პრობლემა? თუ ეს არის სასაცილო თემა?" – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv