აშშ-მა ჩრდილო კორეის სატვირთო გემი დააკავა, რომელსაც სანქციების დარღვევა ედება ბრალად


     აშშ-მა ჩრდილო კორეის სატვირთო გემი დააკავა, რომელსაც სანქციების დარღვევა ედება ბრალად.

     აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩრდილო კორეის ხომალდს ქვანახშირი უკანონოდ გადაჰქონდა, რაც აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევაა.

     აშშ-მა სანქციების მოქმედების პერიოდში ჩრდილო კორეის სატვირთო გემი პირველად დააკავა.

     გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილო კორეის ხომალდი აშშ-ის ტერიტორიულ წყლებს ამერიკულ სამოასთან უახლოვდება.

     ვაშინგტონის მიერ ფხენიანის კუთვნილი გემის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ჩრდილო კორეამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რამდენიმე რაკეტა გამოსცადა. ჩრდილო კორეის გემი სახელწოდებით, „ვაიზ ონესთი" 2018 წელს ინდონეზიამაც დააკავა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv