,,სამხედრო მიუმხრობლობის გამოცხადება, პოლიტიკურად დამაზიანებელია" – ჯუმბერ კირვალიძე


     საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის გამო,  რომელსაც ქართული სუვერენული სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რასაც მრავალი წელია ვახმოვანებ...

     საქმე ის არის, რომ ის პარტიები თუ ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს ალაპარაკდნენ: "სამხედრო მიუმხრობლობაზე, უბლოკო სტატუსზე და ნეიტრალიტეტზე", წარსულში (10-15-20 წლის წინათ), ან წინააღმდეგნი იყვნენ, ან ირონიით საუბრობდნენ ამის შესახებ, ანაც "პრორუსებს" უწოდებდნენ ამ საკითხებზე განსჯის ინიციატორებს!

      ამიტომ, დღეს მათ მიერ ამ საკითხების "გააქტიურება" საკმაოდ მოუმზადებელი, ნაკლებად დამაჯერებელი და მეტიც, საეჭვოა არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით! 

     რა მაქვს მხედველობაში? ის, რომ საქართველოს მიერ ცალმხრივად, -  "სამხედრო მიუმხრობლობის, უბლოკო სტატუსის თუ ნეიტრალიტეტის" გამოცხადება, სრული აბსურდი და პოლიტიკურად დამაზიანებელია! რატომ? იმიტომ , რომ ეს "სტატუსები" და მათი ცალმხრივად ინიცირება ვერ გადაწყვეტენ საქართველოსთვის უმთავრეს საკითხს, - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას! 

     დიახ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ "გარანტირებული" ნეიტრალიტეტის (გარანტორები: აშშ, ევროკავშირი, რუსეთი), სამხედრო მიუმხრობლობის თუ უბლოკო სტატუსის განხილვა ქართულ საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში არ უნდა მოხდეს, პირიქით, მხოლოდ პროფესიონალური პოლიტიკური მსჯელობის დონეზე, ყველა ნიუანსის აწონ-დაწონვის, პლიუს-მინუსის დეტალურად განხილვის შემდეგ, შესაძლებელი იქნება დასახული მიზნის მიღწევა, - თუ ისინი ერთ პაკეტში მოექცევიან (განიხილებიან) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთან ერთად! 

     ანუ, - საქართველოს ნეიტრალიტეტის, სამხედრო მიუმხრობლობის თუ უბლოკო სტატუსის გამოცხადების პარალელურად (ერთდროულად!), უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა!!

     P.S. დიახაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთან განცალკევებულად და მოწყვეტილად, ქვეყნის არანაირ ნეიტრალიტეტზე, სამხედრო მიუმხრობლობაზე თუ უბლოკო სტატუსზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება!!!
 
ჯუმბერ კირვალიძე
პოლიტოლოგი

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно