ჩვენი მიზანია, ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების გარანტიები შევქმნათ– კილაძე


     პარლამენტში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

     რიგით მეხუთე შეხვედრა დახურულ ფორმატში იმართება.

    ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, რელიგიის საკითხებზე კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რადგან სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ბევრი კონფესიაა ჩართული და მათ შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი აზრი გამოხატონ.

      „რამდენიც იქნება საჭირო, იმდენ ხანს გავმართავთ შეხვედრებს, რათა წარმოდგენა გვქონდეს, რა ხედვები აქვთ სხვადახხვა პრობლემურ საკითხებზე. ბევრი საკითხია, რასაც რეაგირება სჭირდება. ჩვენი მიზანია, ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების გარანტიები შევქმნათ", – განაცხადა დეპუტატმა, სოფო კილაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv