ვაშინგტონმა კანადას და მექსიკას ფერადი ლითონების ექსპორტზე საბაჟო გადასახადი გაუუქმა


     ვაშინგტონმა კანადას და მექსიკას ფერადი ლითონების ექსპორტზე საბაჟო გადასახადი გაუუქმა. შეთანხმების თანახმად, ალუმინის და ფოლადის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მიწოდების არსებული გადასახადები უახლოეს 48 საათში გაუქმდება. სანაცვლოდ ორივე ქვეყანა იღებს ვალდებულებას შემოიღოს ხისტი ზომები, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე ჩინური ლითონების მოხვედრას აღკვეთავს.

     საბაჟო გადასახადები ლითონების იმპორტზე დონალდ ტრამპმა 2018 წელს დააწესა, რასაც სავაჭრო პარტნიორების დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. კანადამ საპასუხო ზომებს მიმართა და ბაჟი ამერიკულ პროდუქციაზე დააწესა. ერთწლიანი მოლაპარაკების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "შეერთებული შტატების - მექსიკისა და კანადის სამმხრივი შეთანხმება " სამივე ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/133653