ივანიშვილს ხელისუფლების შენარჩუნება უნდა ყველაფრის ფასად– შავგულიძე


     ბლოკი „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ  ხმა მთაწმინდაზე, ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საარჩევნო უბანზე მისცა.
 
     შავგულიძე ასევე გამოეხმაურა, მის წინააღმდეგ დაწყებულ შავ PR კამპანიას. მისი თქმით, ივანიშვილმა მისი დისკრედიტაცია წაახალისა სანდრო გირგვლიანის საქმის გახსენებით. მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართული იყო მოსამართლე, ლევან მურუსიძე.

    „დარწმუნებული ვარ, რომ მთაწმინდელი ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს სამართალსა და უსამართლობას, კეთილდღეობას და სიღარიბეს, თავისუფლებას, საქართველოს დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციას და კოლონიად რუსეთში დაბრუნებას შორის. მგონი, ეს შავი კამპანია, ცილისმწამებლური იმავდროულად, ამან არ იმუშავა. ეს დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა უშუალოდ, მისცა სტარტი ამ უღირს კამპანიას და შემდეგ ამ კამპანიაში ჩაერთო ფრაქციის თავმჯდომარე და რაც ყველაზე მეტად აღსაშფოთებელია, ამ კამპანიაში ჩართეს უვადოდ გამწესებული მოსამართლე. ანუ ქართული ხელისუფლება არად დაგიდებს როგორ გამოჩნდება ჩვენი სახელმწიფო, რომ სასამართლოს ჩართვა პოლიტიკურ დებატებში და პოლიტიკურ კამპანიებში დაუშვებელია, უბრალოდ, მას უნდა რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება ყველაფრის ფასად, ნებისმიერ ფასად, თუნდაც სახელმწიფოს დისკრედიტაციის ფასად," - განაცხადა შავგულიძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно