„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ყველა უბანზე შექმნას დაძაბულობა– სუბარი


     ერთ რამეს მინდა შევაგუო „ნაციონალური მოძრაობა", რომ აღარასოდეს დაბრუნდება მათი დიქტატორული რეჟიმი საქართველოში , – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა ბრიფინგზე განაცხადა.

     სოზარ სუბარის თქმით, არჩევნები ყველგან მშვიდად მიმდინარეობს, სადაც არ არის „ნაციონალური მოძრაობის" და „რუსთავი 2"-ის მაღალი კონცენტრაცია.

    „საზოგადოება დილიდან თვალს ადევნებს შუალედურ არჩევნებს. ყველგან მშვიდად მიმდინარეობს არჩევნები, სადაც არ არის „ნაციონალური მოძრაობის" და „რუსთავი 2"-ის მაღალი კონცენტრაცია. სადაც დაძაბულობის მცდელობები შეინიშნება ეს არის ზუგდიდი, სადაც „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, რომ ყველა უბანზე შექმნას გარკვეული დესტრუქციული ქმედებები და შექმნას დაძაბულობა.

     დაძაბულობა, რომ არის მათი მთავარი მიზანი, ეს კარგად ჩანდა მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და დღესაც კარგად გამოჩნდა, როგორც მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიდან ისე იმ ჩანაწერებიდან, რომელიც ზუგდიდში ჩვენს გუნდს მიაწოდეს მათივე წარმომადგენლებმა.

​     კარგად გამოჩნდა, რომ მათი მიზანი არის არა არჩევნების სამართლიანად ჩატარება, არამედ მათი მიზანია, რამენაირად დაძაბულობა და არეულობა შეიტანონ, თუმცა გასაგებია, რომ ამას ისინი ვერ ეღირსებიან.

     აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა პოლიციას, რომელიც ძალიან ოპერატიულად რეაგირებს ნებისმიერ უმცირეს გადაცდომაზე და დარღვევაზე. შესაბამისად, სიმშვიდე არის შენარჩუნებული ყველა ოლქში. ერთ რამეს მინდა შევაგუო „ნაციონალური მოძრაობა", რომ აღარასოდეს აღარ დაბრუნდება მათი დიქტატორული რეჟიმი საქართველოში და ყველგან, სადაც ისინი ეცდებიან აგრესია გამოიჩინონ კიდევ ერთხელ ქართველი ხალხისა და ქართველი ამომრჩევლის მიმართ, მათ შესაბამის პასუხს გასცემს ქართული საზოგადოება", – განაცხადა სოზარ სუბარმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно