,,დამაჯერებლად ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში და ამის დასტურია პანიკაში მყოფი ე.წ. „ქართული ოცნება"– ვაშაძე


     „4 ნაბიჯი რჩება საბოლოო გამარჯვებამდე" - ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. „ძალა ერთობაშიას" ლიდერმა მადლობა გადაუხადა ზუგდიდის მოსახლეობას აქტიურობისთვის და აღნიშნა, რომ ამომრჩეველი მასიურად უჭერს მხარს სანდრა რულოვსს.

    „მთელი ქალაქი შემოვიარე დღეს და ხალხის განწყობა აჩვენებს რომ ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში და ამის დასტურია პანიკაში მყოფი ე.წ. „ქართული ოცნება," მისი პოლიტიკური პოლიცია სუს-ი, პროვოკატორები, ზონდერები, სიგარეტის კოლოფში ჩაჭუჭყნული ფული, რომელითაც ისინი მოყვანილ ამომრჩეველს უყრიან ხალხს. სრულიად ნირწამხდალი და დემორალიზებული არიან და ამის  კიდევ ერთი დასტური არის, რომ ხელისუფლების მთავარი გამყალბებელი სასწრაფოდ ჩამოქანდა სამეგრელოში,"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

     მან მადლობა გადაუხადა დამკვირვებლებს და აღნიშნა, რომ ამ ადამიანებმა შეძლეს დაეფიქსირებინათ მნიშვნელოვანი დარღვევები. 

     გრიგოლ ვაშაძემ ასევე მიმართა იმ ადამიანებს, ვინც შესაძლოა ჩართული იყოს არჩევნების გაყალბებაში. მისი თქმით არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. 

     "ჩვენ შეტევაზე ვართ გადასული იმიტომ რომ არ ვაძლევთ საშუალებას გააყალბონ არჩევნები. არაფერი არ იქნება რაც კანონის ფარგლებში გადის თუმცა ჩვენს ჩვენს უფლებებს დავიცავთ,"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/133772