ზოგიერთი პარტიის ლიდერი ძალიან შორიდან იმუქრება და თან ძალიან სასაცილოდ– გახარია


     „ყველაფერი წყნარად და მშვიდად მიდის, მაგრამ ზოგიერთი პარტიის ლიდერი ძალიან შორიდან იმუქრება და თან ძალიან სასაცილოდ.  ჩვენ გვაშინებს და გვაღელვებს ჩვენი მოქალაქებიისა და ზუგდიდელების უსაფრთხოება", – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

    ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრმა „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს მიმართა.

    „რაც დღეს გააკეთეთ, როდესაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხით და პოლიციელები მოთმინებით გიყურებდნენ, ამას შეიძლება, შესაბამისი სამართლებრივი შედეგები და შეფასებები მოჰყვეს", – განაცხადა გიორგი გახარიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно