,,ივანიშვილის რეჟიმი ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის"– დეკანოიძე


     „ბრძოლა არის ჩვენი, ჩემი მეგობრების, ჩვენი პარტიის და პირველ რიგში ყველა იმ ადამიანის ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული, არჩევანი"- ამის შესახებ ,,გაერთიანებული ოპოზიციის ერთ–ერთმა ლიდემა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
 
     გაერთიანებულ ოპოზიციაში არჩევნებს შედეგებს არ აღიარებენ რადგან მათი თქმით,  მოქალაქეებმა ვერ დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი. 

     ყველა მეთოდით და განსაკუთრებით და განსაკუთრებით ეს არის კარგი, ძლიერი კომუნიკაცია თითოეულ ჩვენს თანამოქალაქესთან, რომ მივიტანოთ მთავარი გზავნილები, რატომ არის ივანიშვილის რეჟიმი ძალიან სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვის. რატომ არის საფრთხეში ჩვენი ქვეყანა. ყველა შესაძლო მექანიზმით, ყველა შესაძლო ბერკეტით, სამართლიანი არჩევნების მოპოვების მცდელობით და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიგრძნოს, რომ ჩვენი ქვეყანა არის განსაცდელში. გაერთიანებული ოპოზიცია და არა მხოლოდ, პროდასავლური პარტიები შეთანხმებულები ვართ იმაზე რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროპორციული არჩევნების შემოღება, მათ შორის აქციები, მათ შორის კომუნიკაცია, ყველა შესაძლო ეფექტური მექანიზმი,"-განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно