„საქართველომ ჩააბარა ეს გამოცდა... არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს დესტრუქციას - ბახტაძე


     „საქართველომ ჩააბარა ეს გამოცდა" - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი შუალედურ არჩევნებს. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს  იყო მაგალითი იმის,  რომ საქართველოში ტარდება დემოკრატიულ არჩევნები. პრემიერმა ოპოზიცია გააკრიტიკა და მათ დესტრუქციული ძალა უწოდა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა.

     „მე დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტური მთაწმინდაზე იქნება ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოში ყოველთვის ტარდება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს ყოველთვის როგორც წინასაარჩევნო პროცესი, ასევე კონკრეტულად საარჩევნო დღე დაუკავშიროს დესტრუქციას, დაუკავშიროს ზიზღს, იმ რიტორიკას რომელიც არის სრულიად მიუღებელი ყველასთვის. თუმცა მე იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში ესეთი რაღაც საქართველოში ნაკლებად იქნება,"-განაცხდა მამუკა ბახტაძემ. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно