ინფლაცია საქართველოში არის მიზნობრივ მაჩვენებლებთან ახლოს - გვენეტაძე


      ინფლაცია საქართველოში არის მიზნობრივ მაჩვენებლებთან ახლოს – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გენეტაძემ განაცხადა. 
 
     მისი თქმით, ლარის გაუფასურების მიზეზი მოკლე ვადიანი რყევებია.
 
     ,,გაცვლით კურსთან დაკავშირებით როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მოკლე ვადიან პერიოდში არსებულ რყევებზე, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე ცენტრალური ბანკები არ აკეთებენ განმარტებას, რადგანაც ეს შეუძლებელია. რადგან ლარზე და გაცვლით კურსზე ზოგადად კომპლექსურად მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი. აქ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ თუ რა ხდება ინფლაციასთან დაკავშირებით. ინფლაცია საქართველოში არის მიზნობრივ მაჩვენებლებთან ახლოს. ქალბატონმა ლაგარდმა აღნიშნა კიდეც, რომ ინფლაცია ქვეყანაში არის დაბალი," - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
 
     ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში 2.80 ლარია. 
 
     
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно