აშშ ეჭვობს რომ ჩინეთი დრონებს მონაცემების მოპარვის მიზნით იყენებს


     ვაშინგტონი ეჭვობს, რომ ჩინეთის მიერ წარმოებულ დრონებს პეკინი შესაძლოა, სხვადასხვა მონაცემების მოპარვის მიზნით იყენებდეს. 

     ამის შესახებ CNN უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს. ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ჩინური ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და შესაძლო რისკებზე მიუთითებს. 

     ვაშინგტონის ვარაუდით, ჩინეთის დაზვერვის სამსახური შესაძლოა, ამერიკის მონაცემთა ბაზაში შეღწევით იყოს დაინტერესებული.   

     ტრამპმა ტექნოლოგიური საფრთხეების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 

     აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა 15 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკულ კომპანიებს იმ უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებით სარგებლობა აეკრძალათ, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ.

     ბრძანებაში კონკრეტული კომპანია არ არის ნახსენები, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტი Huawei იგულისხმება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/msoflio/106371/ashsh-echvobs-rom-chineti-dronebs-monatsemebis-moparvis-miznit-ikenebs