აზრს ვერ ვხედავ პრემიერ-მინისტრს ადამიანმა რამე კითხვა დაუსვას– ჭიჭინაძე


     აზრს ვერ ვხედავ პრემიერ-მინისტრს ადამიანმა რამე კითხვა დაუსვას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენაზე საუბრისას განაცხადა.

     „პრემიერ-მინისტრი პარლამენტშია დაბარებული და არ მგონია, რომ ის რამეზე პასუხის გაცემაში კომპეტენტური იყოს. ან დეპუტატებმა ჩვენი დრო რატომ უნდა დავკარგოთ ან იმ კაცმა. პარასკევია და შაბათ-კვირა მოდის. ჯობია დავასვენოთ. ის მუშაობას ხუთშაბათობით არის მიჩვეული მთავრობის სხდომაზე გამოძახებით. პარასკევს მგონი სამ დღიანი დასვენება ჩავუშალეთ.

     აზრს ვერ ვხედავ პრემიერ-მინისტრს ადამიანმა რამე კითხვა დაუსვას”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно