„არსად ისე არ გვაკლია პროფესიონალები, როგორც სოფლის მეურნეობის დარგში"– ბახტაძე


     არსად ისე არ გვაკლია პროფესიონალები, როგორც სოფლის მეურნეობის დარგში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელიც დღეს ახალგაზრდა ფერმერებს შეხვდა.

     მისი თქმით, ბიუჯეტის მეოთხედის მიმართვა განათლებაზე, მათ შორის პროფესიულ განათლებაზე, გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ საქართველოში ყველა დარგი იყოს წარმატებული, უპირველეს ყოვლისა, სოფლის მეურნეობა.

     „არსად ისე არ გვაკლია პროფესიონალები, როგორც თქვენს დარგში. ჩვენ მოვახდინეთ იდენტიფიცირება, რომელიც გვჭირდება დღეს ეროვნულ ეკონომიკაში და ამავე დროს, მოვახდინეთ იდენტიფიცირება პროფესიებისა, რომელიც დაგვჭირდება პერსპექტივაში შემდეგი 10 წლის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, არ ვხელმძღვანელობთ მხოლოდ იმ პროფესიებით, რომელიც აუცილებელია შიდა მოხმარების დასაკმაყოფილებლად. ჩვენი ამოსავალი წერტილია, რა პროფესიების განვითარებაა საჭირო, რომ საქართველო გლობალურ ეკონომიკაში იყოს წარმოდგენილი", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно