საზღვრის ერთი მესამედი შეუთანხმებელია– ლაშა დარსალია


     ბაქოში დღეს სადელიმიტაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართება. მხარეებმა საზღვრის ამ დრომდე შეუთანხმებელ მონაკვეთზე უნდა იმსჯელონ. საუბარი შეეხება დავით გარეჯის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამიჯნული. შეხვედრას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები ხელმძღვანელობენ.

     მოლაპარაკებების პარალელურად დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ტექნიკაა მობილიზებული. აზერბაიჯანელებმა ჩიჩხიტურის კოშკთან, საზღვართან, გზის გაყვანა დაიწყეს. ინფორმაცია და ფოტო-ვიდეო მასალა ადგილობრივმა გიდმა, ზვიად ანანიაშვილმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, გზის გაყვანა აზერბაიჯანის მხრიდან ჩიჩხიტურის მიმართულებით მიმდინარეობს.

     „შეხვედრაზე ძირითადი საკითხი რა თქმა უნდა ცალსახად არის დელიმიტაციის საკითხი. დაახლოებით, 2/3-ი არის საზღვრის შეთანხმებული, დარჩენიალია 1/3-ი, მათ შორის რამდენიმე რთული მონაკვეთი, რომელზეც კომისია მუშაობს და აგრძელებს მსჯელობას. დღეს მოხდება უკვე არგუმენტებზე მსჯელობა და მუშაობის გაგრძელება სხვადასხვა შეუთანხმებელ მონაკვეთებთან დაკავშირებით. მიზანი არის ცალსახა, რომ მივაღწიოთ პოზიციების შეჯერებას შეუთანხმებელ მონაკვეთებზე,"-აცხადებს დელიმიტაციის საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно