დავით გარეჯთან დაკავშირებით, ოპონენტების მხრიდან როყიო განცხადებები ისმის – ვოლსკი


     საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპონენტებს მოუწოდებს, დავით გარეჯის საკითხზე ხმამაღალი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.

     „საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჩემს კოლეგებსა და ოპონენტებსაც მოვუწოდებდი, ხმამაღალი განცხადებებისაგან თავი შეიკავონ. ოპონენტების მხრიდან როყიო განცხადებები ისმის და მნიშვნელოვანია, რომ განცხადებები სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იყოს. კომისია მუშაობას დაამთავრებს. როგორც გვეუბნებიან, პროგრესი არის, სირთულეებიც საკმაოდ თვალში საცემია, მაგრამ სწორედ მოლაპარაკების მიზანი ეს არის, რომ სირთულეებს როგორმე ბოლო დაედოს”, – აცხადებს დეპუტატი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно