მერაბ კოსტავა არის მაგალითი, თუ როგორ უნდა უყვარდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს თავისი სამშობლო - ბახტაძე


     მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს სამშობლო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთაწმინდის პანთეონში განაცხადა, სადაც მერაბ კოსტავას საფლავი ყვავილებით შეამკო.

     მამუკა ბახტაძემ მოქალაქეებს 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

     „პირველ რიგში, მსურს ყველას მივულოცო 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას. მის სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობა, დიდი იდეა, რომელმაც მოგვიტანა ჩვენ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. მერაბ კოსტავა არის მაგალითი, თუ როგორ უნდა უყვარდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს თავისი სამშობლო და როგორ უნდა იბრძოდეს მისი ეროვნული ინტერესებისთვის. მინდა ქედი მოვიხარო მისი ნათელი ხსოვნის წინაშე",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно