კოსოვოში ვითარება უკიდურესად დაიძაბა


    კოსოვოში ვითარება დაიძაბა. სერბეთის შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანეს.

    შესაბამისი ბრძანება ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა, მას შემდეგ გასცა, რაც კოსოვოს პოლიციის ქვედანაყოფები ჯავშანმანქანებით სერბებით დასახლებულ სოფლებში შევიდნენ და რეიდები ჩაატარეს.

    დააკავეს 23 ადამიანი, რომელთა უმეტესობა სერბია, ერთი კი რუსეთის მოქალაქე, რომელიც გაეროს ოფისში მუშაობდა.

    კოსოვოს პრეზიდენტმა სერბ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ რეიდები მხოლოდ დანაშაულებრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ ტარდება.

     ბელგრადში კი აცხადებენ, რომ სპეცოპერაცია კოსოვოდან ეთნიკური სერბების გაძევებას ისახავს მიზნად.

    რეიდების დაწყებას წინ უძღოდა სერბეთის პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში. ალექსანდრე ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთი უნდა შეეგუოს, რომ კოსოვოზე კონტროლი დაკარგა. 
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/134546