,,ამას ჰქვია სუბიექტურობა,“ - წულუკიანი პომპეოს განცხადებებზე საუბრობს


     საქართველოს იუსტიციის მინისტრი პრემიერის ამერიკაში ვიზიტს აფასებს. თეა წულუკიანის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტისას ამერიკის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

     „საქართველოს პრემიერ-მინისტრს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა და აქვს აშშ-ში. რა თქმა უნდა, ბატონ პომპეოსთან შეხვედრა არის ერთ-ერთი წამყვანი მნიშვნელოვანი მოვლენა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში, კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ დაადასტურა ორივე მხარემ ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რაც ამ პარტნიორობის ფარგლებში აქვთ საქართველოს და ამერიკას," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

     იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პომპეოს განცხადებები პოლიტიკოსების ნაწილის მხრიდან, სუბიექტურად იყო აღქმული. 

     „როდესაც პირი აკეთებს განცხადებას, ამ განცხადებაში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ის, რაც გვსურს. ამას ჰქვია სუბიექტურობა. ობიექტურად თუ შევხედავთ ამ ვიზიტს, ეს ვიზიტი, შეხვედრები და განცხადებებიც მთლიანად პოზიტივზე მორგებულია და ადასტურებდა ერთადერთ რამეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აყვანილია იმ ხარისხში, როგორი მაღალი ხარისხიც აქამდე მას არ ჰქონია," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

     შეგახსენებთ, რომ მაიკ პომპეომ საქართველოს მთავრობას სამართლიანი არჩევნების, სასამართლო რეფორმის და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, კრიტიკული შეფასებები წარუდგინა.

 


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/135854