,,რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა"- ჩუგოშვილი


     „რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა," - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ჩუგოშვილი.

     „ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა,"-წერს თამარ ჩუგოშვილი.

     რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია გაიხსნა. სხდომა სერგეი გავრილოვს მიჰყავს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно