,,ოცნების“ მთავრობას გადავახდევინებთ ძალიან მაღალ ფასს, აფხაზეთში დაღუპული ადამიანების ხსოვნისთვის– კანდელაკი


    "ევროპული საქართველოს" წევრები პარლამენტის სასესიო დარბაზში დემარშით შევიდნენ. ისინი სხდომათა დარბაზში სერგეი გავრილოვის და სხვა რუსი დეპუტატების შეშვებას აპროტესტებენ.

    „ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, სადაც რამდენიმე წუთის წინ სერგეი გავრილოვი იჯდა და სხდომა მიჰყავდა.

     პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი სხდომათა დარბაზში რუს დეპუტატებს არ შეუშვებენ და გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების უფლებას აღარ მისცემენ.
 
      გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ რუსი დეპუტატების საქართველოში მიღებისთვის „ქართულ ოცნებას" დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

     მისი თქმით, მარიშანი,  დღევანდელი დღე არის იმის დასტური, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მისაღებია დუმის დეპუტატების წარსული, რომელიც აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ ომში აქვთ.

     „საეტაპოა დღევანდელი დღე, ამ ხალხის შემოშვება არის განაცხადი, რომ მათი წარსული აფხაზეთის ომში არის მისაღები. „ქართული ოცნების" მთავრობას გადავახდევინებთ ძალიან მაღალ ფასს აფხაზეთში დაღუპული ადამიანების ხსოვნისთვის, შეურაცხყოფისთვის," -აცხადებს კანდელაკი.

    მან ასევე ისაუბრა გუშინდელ მიღებაზე ავლაბრის ცერემონიების სასახლეში, სადაც ასამბლეა საქართველოში უკრაინის ელჩმა პროტესტის ნიშნად დატოვა. გიორგი კანდელაკის თქმით, საქართველოში რუსი დეპუტატების შემოშვებით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის სუვერენიტეტს „მიაფურთხა".

    „ამ ხალხის  საქართველოში შემოშვებით მიაფურთხა უკრაინის სუვერენტიტეს. ამ ადამიანებს აკრძალული აქვთ უკრაინის ტერიტრიაზე შესვლა. ამას ვერ მოითმენდა უკრაინის ელჩი და დატოვა სამარცხვინო ღონისძიება და მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის,"- განაცხადა კანდელაკმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: rustavi 2