აუწიეს ,,სატოპკე" გიგა ბოკერიას, გახადეს გმირი და ქართველობის დამცველი– ვასაძე


      აუწიეს ,,სატოპკე" გიგა ბოკერიას, გახადეს გმირი და ქართველობის დამცველი – ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი ლევან ვასაძე პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს.
 
     მისი თქმით, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული სცენარით ვითარდება.
 
     ,,სპეკტაკლი არის ასეთი, ალბათ ივანიშვილთან არის ეს ყველაფერი შეთანხმებული. რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი დააჯინეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, რაც არის აბსოლოტურად მიუღებელი ყველა ქართველისთვის, სანამ რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტი. მოგვიწყვეს პროვოკაცია. აუწიეს ,,სატოპკე" გიგა ბოკერიას, გახადეს გმირი და ქართველობის დამცველი. ეხლა იქ კრებენ ლიბერალებს, რომლებიც ვითომ რუსეთს აპროტესტებენ. გეგმაა მათი, როცა მასა შეიკრიბება დროშებიანი ლგბტ უბედურება ჩააყენონ და ჩაგვიტარონ აღლუმი და ჩვენ თუ მივალთ იქ და ვეცდებით წესრიგის დამყარებას გვითხრან, რომ რუსეთის სცენარით ვაწყობთ გადატრიალებას. ეს სცენარი ვითარდება მანდ. ჩვენი ხალხი ბრძენია და ყველაფერს განსჯის"– განახცადა ლევან ვასაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно