ლგბტ უბედურებას უწყობ ხელს ამ შენი ნაჯახისებრი პოლიტიკით – ვასაძე გავრილოვს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს


    ბიზნესმენი ლევან ვასაძე სერგეი გავრილოვს მიმართავს და მას პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.      
 
    ვასაძის განმარტებით, აღნიშნული სცენარი, რაც პარლამენტში განვითარდა ლგბტ პირების წისქვილზე ასხამს წყალს. 
 
    მინდა, სერგეი გავრილოვს მივმართო, შე კაი კაცო, რომ იძახი მართლმადიდებლური ასამბლეის პრეზიდენტი ვარო. სახარება ხომ გაქვს წაკითხული? შიგნით წერია, რომ ქორწილში, რომ მიხვალ წინ ნუ დაჯდები, უკან დაჯექი და რომ დაგიძახებენ, თუ გამოგარჩევენ მერე დაჯექი წინო. თუ ასეა, გამოგარჩიეს და დაგიძახეს იმის ტვინი მაინც უნდა გქონოდა, რომ ამ შენი პროვოკაციით ჩვენ კი არ გვეხმარები, არამედ ლგბტ უბედურებას უწყობ ხელს ამ შენი ნაჯახისებრი პოლიტიკით. ნებსით, თუ უნებლიედ ეგ შენ თვითოონ აგვიხსენი, შეგვიკარი ხელები და ფეხები და დაგვაყენე ურთულეს მდგომარეობაში. ჩვენ რომ იმ უბედურებაში წესრიგის დამყარებას ვეცდებით, ჩვენ ვართ თურმე რუსეთის აგენტები. ეს პრიმიტიული სცენარი არის გიგა ბოკერიას, მისი მეუღლის ტვინში"– განაცხადა ლევან ვასაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно