დაუშვებელი იყო რუსი დელეგატის სპიკერობით სხდომის ჩატარება, ორგანიზატორებს მოუწევთ მოუბოდიშონ საზოგადოებას– კალაძე


    კახა კალაძის განცხადებით, გავრილოვის ვიზიტის გამო ასამბლეის ორგანიზატორებმა ბოდიში უნდა მოიხადონ. განცხადება, კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. 

    "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ. 

     „რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს. ბუნებრივია ამ ფორმით კონფერენცია არ და ვერ გაგრძელდება. ჩვენ უკვე 17 საუკუნეა მართლმადიდებლური სამყაროს ღირსეული წევრები ვართ და ყველა პლატფორმას ვიყენებთ ჩვენი ინტერესების გატარებისთვის.

    დაუშვებელი და არასწორი იყო საქართველოს პარლამენტში, მით უმეტეს რუსი დელეგატის სპიკერობით სხდომის ჩატარება. ჩვენ გუნდში არის სრული კონსესუსი მომხდართან დაკავშირებით. ისეც არ უნდა ვქნათ,რომ მტერს ამ სიტუაციით სარგებლობის საშუალება მივცეთ.

    ორგანიზატორებს მოუწევთ და მოუბოდიშონ საზოგადოებას, გარმანტონ  რა, რატომ და როგორ მოხდა,"-განაცხადა კალაძემ. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно